თბილისის აეროპორტის ტაქსი

თბილისის აეროპორტის ტაქსი
+

თბილისის აეროპორტის ტაქსი

სატრანსპორტო კომპანია “Transfers Georgia” გთავაზობთ მაღალი ხარისხის სერვისს – თბილისის აეროპორტის ტაქსი.

დამღლელი ფრენისა და სხვა მოსაწყენი პროცედურების გავლის შემდეგ, ტაქსის ძებნა ან გაჩერება უფრო ართულებს მდგომარეობას. ასევე, გასაკვირი არ არის, რომ ადგილობრივი ტაქსები საკმაოდ ძვირს ითხოვენ აეროპორტიდან ტრანსპორტირებაში. ჩვენი სერვისი – თბილისის აეროპორტის ტაქსის სერვისი – გაძლევთ საშუალებას წინასწარ გადაჭრათ აეროპორტიდან ტრანსპორტირების პრობლემები, თანაც საკმაოდ ხელსაყრელ ფასად. ნუ დაიხარჯებით ზედმეტად, დაჯავშნეთ წინასწარ და დატკბით კომფორტით.

რას გთავაზობთ?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრანსფერების სერვისი თავიდან ბოლომდე მორგებულია თქვენს კომფროტზე. ჩვენი აგენტი დაგხვდებათ აეროპორტთან, გაგიწევთ კონსულტაციას და უზრუნველყოფს თქვენს ტრანსფერს სასურველ ადგილამდე, იქნება ეს სასტუმრო თუ რაიმე სხვა. აღნიშნული სერვისის გამოყენება შეგიძლიათ შებრუნებული პრინციპითაც: შეუკვეთოთ სერვისი და წახვიდეთ ნებისმიერი ადგილიდან პირდაპირ აეროპორტში. თქვენს განკარგულებაში იქნება სხვადასხვა კომფორტული ავტომობილი. ავტომანქანების დასათვალიერებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ავტო პარკს. თქვენ მოგემსახურებიან გამოცდილი და პროფესიონალი ინგლისურენოვანი მძღოლები. სურვილის შემთხვევაში, ჩვენი აგენტი შეადგენს თქვენი მომდევნო დღის მარშუტსაც. თუ თქვენ არ იცით, თუ სად წახვიდეთ და რა მოინახულოთ თბილისში, მაშინ ჩვენი რჩევები ნამდვილად გაგიადვილებთ საქმეს.

დიდი ჯგუფები

აეროპორტიდან ტრანსპორტირების პრობლემები უფრო მძაფრად მაშინ იჩენს თავს, როდესაც საქმე ხალხის დიდ ჯგუფს ეხება. რთულია დაიჭიროთ რამოდენიმე ტაქსი ერთდროულად და შეთანხმდეთ ერთნაირ პირობებზე ისე, რომ არ შეიქმნას რაიმე სახის პრობლემა. ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის შემდეგ კი ეს თუნდაც პატარა პრობლემა უფრო აფუჭებს ხასიათს.

ტრანსფერს ჯორჯია ამ პრობლემას მარტივად გადაჭრის. დიდი ჯგუფებისათვის თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ მიკროავტობუსი ან ავტობუსი, რომელიც აეროპორტში დაგხვდებათ. ეს თავიდან აგარიდებთ დროის ფუჭ ფლანგვას, ჯგუფის რამდენიმე ნაწილად დაშლას და ა.შ.

კორპორატიული მომსახურება

სატრანსპორტო მომსახურება მხოლოდ ტურისტებსა და კერძო პირებს არ ჭირდებათ. ტრანსპორტირების საჭიროების ქვეშ დგანან კომპანიებიც. გაქვთ კომპანია? გჭირდებათ ტრანსფერი აეროპორტიდან ან პირიქით თქვენი კომპანიისათვის? გთავაზობთ თბილისის აეროპორტის ტაქსის კორპორატიულ მომსახურებას. გადმოგვაბარეთ ეს საქმე ჩვენ და მიიღეთ გარანტირებულად მაღალი ხარისხი და დაბალი ფასი.

VIP მომსახურება

თბილისის აეროპორტის ტაქსის VIP მომსახურება დელეგაციებისთვის, საელჩოებისთვის, კომპანიებისთვის თუ კერძო პირებისთვის. შეუკვეთეთ და მიიღეთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება და მაქსიმალური კომფორტი.

VIP მომსახურებაში შედის:

  • ტექნიკურად და ვიზუალურად გამართული ნებისმიერი სახის ტრანსპორტი.
  • პროფესიონალი და გამოცდილი მძღოლების მომსახურება.
  • სტუმრის დახვედრა თვითფრინავის ტრაპთან.
  • სპეციალური ბიზნეს კლასის ავტომობილით გადაადგილება აეროპორტის სპეციალურ ოთახამდე.
  • პირადი მცველის მომსახურება 24 საათის განმალობაში.
  • სპეციალური ავტომობილებით ტრანსპორტირება საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

ავტოპარკი

ჩვენი ავტოპარკი მდიდარია სხვადასხვა მარკის კომფორტული ავტომობილებით. ყველა მათგანს გააჩნია თავისი დანიშნულება და გამოიყენება მომხმარებლის საჭიროების მიხედვით. ჩვენს ავტოპარკში შეხვდებით ბიზნესკლასის ავტომობილებს, მინივენებს, მიკროავტობუსებს 18-20 კაცისთვის და ასევე ავტობუსებს, რომლებიც განკუთვნილია განსაკუთრებით დიდი ჯგუფებისათვის და შეუძლია დაიტიოს მაქსიმუმ 55 კაცი.

 

 

“Transfers Georgia”-ს ყველა სერვისი გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებითა და პროფესიონალიზმით, მათ შორის თბილისის აეროპორტის ტაქსიც. თუ გსურთ მიიღოთ მაქსიმალური კომფორტი მაქსიმალურად დაბალ ფასად, მაშინ თბილისის აეროპორტის ტაქსი თქვენთვისაა.

აუცილებელია წინასწარ დაკავშირება და დაჯავშნა. ასევე შეგიძლიათ წინასწარ დაადგინოთ მომსახურების ფასი.

გისურვებთ მშვიდობიან და უსაფრთხო მგზავრობას.