ავტობუსის განრიგი

ავტობუსის განრიგი

დააჭირეთ რუქაზე რათა იხილოთ Live გადაადგილება

ავტობუსის განრიგი

 

ავტობუსის განრიგი და დრო ძალიან მნიშვნელოვანია, სამსახურში წასვლისას, სახლში დაბრუნებისას, მეგობრების სანახავად ან ნებისმიერი სხვა აქტივობის დროს კარგია, თუ წინასწარ იცი როგორია ავტობუსის განრიგი ზუსტი მოსვლის დრო ან ადგილი.

გადატვირთულ ქალაქში მოძრაობისას ხშირია შემთხვევები, როცა არ იცი ტრანსპორტის მოსვლის ზუსტი დრო და გაჩერებაზე დიდი ხნით დგომა, დაღლა და დროის დაკარგვა გიწევს.

სწორედ ამ დროს არის კარგი იცოდე, როგორია შენთვის სასურველი ავტობუსის განრიგი და როდის მოვა ის.

ჩვენ გთავაზობთ საშუალებას, დისტანციურად, ლაივ რეჟიმში შეიტყოთ თბილისის ავტობუსების განრიგი და გაიმარტივოთ მოსაწყენი პროცედურები.

მთავარია რუკაზე მონიშნოთ ადგილი, სადაც იმყოფებით და თქვენ მარტივად შეძლებთ გაიგოთ საჭირო ტრანსპორტის განრიგი.

ტრანსპორტის მოსვლის დრო შეგიძლიათ სხვანაირადაც შეიტყოთ.  თბილისის ავტობუსების განრიგი რუკის გარდა შესაძლებელია კონკრეტული ავტობუსის ნომრით გაიგოთ.

ჩამოუყევით, იპოვეთ თქვენთვის სასურველი ავტობუსის ნომერი და ლაივ რეჟიმში გაიგეთ, თუ რამდენ ხანში იქნება ის საჭირო გაჩერებაზე.

ავტობუსის მოსვლის დრო

 

ტრანსპორტირების მარშრუტი

იცოდე მხოლოდ ტრანსპორტის მოსვლის დრო, ზოგჯერ სრულებითაც არ არის საკმარისი. ხშირია კითხვები “რას გავყვე?”, “ეს ნომერი იქ გაივლის?”, “აქ რა ნომერი მიდის?”.  ეს და სხვა ამ სტილის კითხვები ხშირად იწვევს დისკომფორტს. არ ხარ დარწმუნებული რას გაყვე და ხდები დაძაბული. ასეთ შემთხვევაში იკარგება საკმაო დროც. სანამ დაადგენ, თუ რომელ ნომერს გაჰყვე, შესაძლოა საჭირო წუთებიც დაკარგო. ამ დროს მნიშვნელოვანია იცოდე ავტობუსების მარშრუტი. შეუძლებელია დაიმახსოვრო ყველა თბილისის ავტობუსის გზა. ამიტომაც, ჩვენ გაძლევთ საშუალებას, ონლაინ რეჟიმში გაიგოთ ავტობუსების მარშრუტი, ამოარჩიოთ თქვენთვის სასურველი და იგრძნოთ თავი მშვიდად და კომფორტულად.

ავტობუსების მარშრუტის გასაგებად, აირჩიეთ სასურველი ავტობუსის ნომერი და იხილეთ ამ ნომრით გადაადგილების სრული სქემა. ან, აირჩიეთ სასურველი ადგილი და გაიგეთ, თუ რომელი ნომერი ავტობუსი გაივლის ამ ადგილს.

ავტობუსის მარშუტი

 

 

სატრანსპორტო კომპანია “Transfers Georgia” ანხორციელებს უმაღლესი ხარისხის სატრანსპორტო მომსახურებას და სხვა სერვისებთან ერთად გთავაზობთ ინფორმაციას თბილისის ავტობუსებზეც:

  • თბილისის ავტობუსების განრიგი
  • ავტობუსის მოსვლის დრო ლაივ რეჟიმში
  • ავტობუსების მარშრუტი ავტობუსის ნომრით ან საჭირო ადგილით

გამომდინარე იქიდან რომ თბილისის მერია ახდენს აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებას მხოლოდ და მხოლოდ თბილისი სატრანსპორტო კომპანიის ვებ გვერდიდან – ჩვენ მხოლოდ გამისამართებთ ოფიციალურ ვებ გვერდზე სადაც შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ინფორმაცია.

თუ თქვენ ხართ დიდი ჯგუფი და თბილისის ავტობუსის გამოყენება მოუხერხებელია, გთავაზობთ ავტობუსის დაქირავების სერვისს.

დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

გისურვებთ მშვიდობიან და უსაფრთხო მგზავრობას.